SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

ერდოღანის განცხადებით: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებით თურქეთმა ისტორიული შეცდომა გამოასწორა

ერდოღანის განცხადებით: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებით თურქეთმა ისტორიული შეცდომა გამოასწორა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლებამ 1934 წელს დაშვებული ისტორიული შეცდომა გამოასწორა, როდესაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიანიჭა.

„ჩვენ აღვასრულეთ ჩვენი 83 მილიონი მოქალაქის ნება. 1934 წელს ვინ გადააქცია ის მუზეუმად? ახლა ჩვენ ვასწორებთ ამ შეცდომას. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერდოღანმა.

მისი თქმით, აია-სოფია მეჩეთად გადაიქცა არა ტაძრიდან, არამედ მუზეუმიდან.

„ფათიხის დროს ის მიღებული იყო დანგრეული სახით, შემდეგ კი ჩვენ გადავაქციეთ განძად. საუკუნეების განმავლობაში მას უვლიდნენ, აფართოებდნენ, უფრო ალამაზებდნენ. დაე, ნურავინ იღელვებს, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ აია-სოფიას, როგორც განძის, მისი კულტურული ფასეულობის შენახვას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ატარებს ეკლესიებისა და სინაგოგების რესტავრაციას.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს მტრობა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან - პირიქით, გვაქვს პატივისცემა. ჩვენ 4-5-ჯერ მეტი საკულტო ნაგებობა გვაქვს არამუსლიმთათვის, ვიდრე ევროპაში მუსლიმებისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.

 

1316 /

15 ივლისი 2020

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები