სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი კონფლიქტური სიტუაციები პოლიტიკაში, გრიპის ვირუსის გააქტიურება და გაზთან დაკავშირებული პრობლემები იმის ბრალია, რომ დედამიწა კოსმიურ დერეფანს გადის.
ამის შესახებ მიხეილ ცაგარელმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
"როცა სრული მთვარის დაბნელებაა, ტრადიციულად ზეგავლენას ახდენს ორი სამი დღით ადრე და შემდგომ სამ დღეზე, მთლიანობაში ერთ კვირამდე იწელება. ამ დღეებში შეიძლება პრობლემები შეექმნას კომპიუტერულ სისტემებს, აირიოს პროგრამა, ელექტროტექნიკასთან, გაზმოწყობილობას შეექმნას პრობლემები. მაქსიმალური ყურადღება მართებთ შესაბამის სამსახურებს. ის პრობლემები რაც გაზთან დაკავშირებით მოხდა და მსხვერპლი მოჰყვა, შემთხვევითი არ არის. შავი მთავრე გადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს და მერწყული ჰაერის ნიშანს განეკუთვნება და ჰაერის სტიქიაში შედის გაზი, ამას ემატება ისიც, რომ 6 იანვრიდან გავდივართ კოსმიურ დერეფანს, 21-ში ეს დაგვიბრუნდება მთავრის სრული დაბნელებით, დერეფნებს შორის გავლა ხშირად არის სხვადასხვა სახის პრობლემებთან. ამას ემატება ისიც, რომ მარსი გადის ყველაზე აგრესიულ, ვერძის ნიშანს, ამას კიდევ აღვივებს ის, რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია. მინიმუმ 25-მდე, მაქსიმუმ 29-მდე ასე იქნება და ადამიანთა გუნება-განწყობილება და იღბლიანობა ნოლს ქვემოთ ჩამოდის. 6 -დან სერიოზული კოსმიური გამოცდები დაიწყო, რომელსაც ვხედავთ უკვე გრიპების კუთხით რამდენი მსხვერპლია, სროლა გინდათ, თუ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებები, გაზთან დაკავშირებული მსხვერპლი, სათანადო სამსახურებს ვთხოვ მეტ ყურადღებას გაზის მიმართ, ელექტროობის მიმართ", - აცხადებს ასტროლოგი.
 
1633 /
21 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები