სხვადასხვა
20 მარტი 2019
სიახლეები:
ჩვენ ქართველი ხალხის განუყოფელი ნაწილი ვართ.
ჩვენი ნების წინააღმდეგ და ცუდი საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე ვიმყოფებით სამშობლოსგან შორს. შეშფოთებულები ვაკვირდებით პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს, რომელიც ხდება ჩვენს საყვარელ ქვეყანაში.
ვთვლით რომ ჩვენი ერთადერთი ოცნება - სახლში დაბრუნება, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ გავაერთიანებთ ძალებს პატრიოტული მოტივების ირგვლივ და კონსოლიდირებულ რეჟიმში ვიმოქმედებთ.
უკვე რამოდენიმე წელია ვაკვირდებით თუ როგორ იძირება ჩვენი ქვეყანა კორუფციულ ჭაობში, ბატონობს უკანონობა, კრიმინალი, სიღატაკე, ხდება ინტელექტუალური რესურსის გადინება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაყალიბებთ ემიგრანტული საზოგადოების გაერთიანებას - “ერთად სახლში”!
მოვუწოდებთ ყველა ჩვენი ქვეყნის პატრიოტს შემოგვიერთდეთ და გავერთიანდეთ ჩვენი მიზნების მისაღწევად. სხვა შემთხვევაში დავკარგავთ ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ იდენტობას.
ემიგრანტებო, არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფებით, ვიმოქმედოთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ნეგატიურ პროცესებზე, დავამარცხოთ ის ბოროტება, რომელიც დღითი დღე ანადგურებს ჩვენს მოსახლეობას, რომელიც კრიმინალური გზით ცდილობს მიითვისოს მოსახლეობის რესურსები და ქონება, რომელიც სუქდება და მდიდრდება ხალხის ხარჯზე.
ჩვენ, ემიგრანტებმა, ვაჩვენეთ ქართულ კრიმინალურ ხელისუფლებას, რომ შეუძლებელია გაიმარჯვონ იქ, სადაც ვერ მოახერხებენ გაყალბებას დაშინების და მოსყიდვის გზით!
რაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა, ეს არის კრიმინალური შეტევა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ვთვლით რომ ერთადერთი შანსი იმისა რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ემიგრირებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
ჩვენ დავბრუნდებით და ვიქნებით ყოველი ხმის სადარაჯოზე, ჩვენ არ მივცემთ კორუმპირებულ მთავრობას უფლებას რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს ადამიანების უფლება, საკუთარი ნებით გააკეთონ არჩევანი.
ამიტომ, გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ ყველა თანამემამულეს, რომელიც იმყოფება სამშობლოსგან შორს, დავიწყოთ სწრაფი მოძრაობა სამშობლოში დასაბრუნებლად.
ჩვენ ვცხოვრობთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ვხედავთ საუკეთესო ცხოვრებას და მზად ვართ ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის.
გვინდა ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და რესურსები მოვახმაროთ ჩვენი სახელმწიფოს აღმშენებლობას, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია გაჩერებულია ხარბი ოლიგარქის კორუმპირებული ლაქიების გამო.
სიხარულით და სიამაყით გატყობინებთ, რომ 10 თებერვალს, 17:00 საათზე, ევროპის ცენტრში, ბელგიაში, ქალაქ ლიეჟში გაიმართება თანამემამულეთა მსოფლიო კრება !
გავაერთიანოთ ძალისხმევა, შევიკრათ ერთ მუშტად, ვანახოთ მტერსაც და მოყვარესაც ჩვენი ძალა და აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა.
დაე 10 თებერვალი იქცეს სიმბოლოდ ყველა ჩვენგანის ერთობის, თანადგომის, ერთმანეთის გატანის და გამარჯვების!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!
 
1270 /
21 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
20 მარტი 2019
სხვადასხვა
16 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
15 მარტი 2019
სხვადასხვა
14 მარტი 2019
კომენტარები