საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
სიახლეები:
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზი შალვა კეკელია ხელმოწერებს აგროვებს მიტროპოლიტ პეტრეს განკვეთის მოტივით.
"კარიერისტი და ხეპრე დეკანოზი შალვა კეკელია მღვდლებთან დადის და ხელმოწერებს აგროვებს მიტროპოლიტ პეტრეს განკვეთის მოტივით! ამით ის ორმაგ სარგებელს უმიზნებს: 1) საპატრიარქოს სამდივნოს აამებს და სანაცვლოდ ჯილდოს მიიღებს; 2) მის მოძღვარს - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ჭყონდიდელობას უმზადებს, იქნება და მღვდელმთავრად გამოარჩიონ.
ეკლესია რომ პრივატიზებული აქვს და უზურპაციით მიტაცებული საპატრიარქოს რუსულ აგენტურას, ამაზე უკვე აღარავინ დაობს, მაგრამ მთლად საჯარო სამართლის იურიდიული პირობიდან - კერძო სამართლის ფიზიკურ პირამდე რომ დაყავთ ეს ინსტიტუცია და ქიმსალმაკო მაბეზღარებსა და კორუმპირებულ დოქსოპულოებს უგდებენ ხელთ, სწორედ ეს არის ორმაგად საგანგაშო!
მეუფე პეტრეს საერთოდ არ ვიცნობ და შეხებაც კი არ მაქვს, მაგრამ მას თუ დასჯიან, ეს იქნება უსამართლობა, მამხილებელი აზრის ჩახშობა და ხვალ და ზეგ ყველანი "მეუფე პეტრე" ვიქნებით მომხვდურის სამიზნეში, იცოდეთ! კადნიერება კი არა პირწავარდნილი თავხედობა ჰქვია უკვე ამ საქციელს! სექტად გადააქციეს ჩვენი წმინდა ეკლესია, რომელიც არსებობის 2000 წელს ითვლის და კერპად აქციეს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას პიროვნება. ეს არის მკრეხელობა და დაცემა, როცა ქრისტეზე და სჯულის კანონზე წინ ცოცხალ ავტორიტეტებს აყენებენ ეს მეზღაპრე შორენისტები!", - წერს თეოლოგი.
წყარო: primetime.ge
 
1585 /
20 იანვარი 2019
სხვა სიახლეები:
საზოგადოება
27 დეკემბერი 2021
საზოგადოება
28 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
16 ოქტომბერი 2021
საზოგადოება
08 ივლისი 2021
საზოგადოება
18 ივნისი 2021
საზოგადოება
14 ივნისი 2021
კომენტარები