SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ

Loading...
რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ

ჩემი წყაროს ინფორმაციით, შოთა ჭიჭიაშვილი ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა, - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ

სააკაშვილი „ფეისბუქში“ შოთა ჭიჭიაშვილთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი უკრაინაში სპეცდავალებით იმყოფებოდა.

„კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს მიუსაჯეს 22 წელი, შემდეგ ივანიშვილის ბრძანებით გამოუშვეს და ჩემი ინფორმაციით, სპეცდავალებით გამოუშვეს უკრაინაში. ის უკრაინაში გუშინ პოლიციამ მოკლა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის მერე. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ის ბოლო დროს ოდესაში იყო და ინტენსიურად აგროვებდა ინფორმაციას ჩემი გარემოცვის წევრებზე, რაზეც გაგვაფრთხილეს კიდევაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა“, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს.

 

366 /

02 ოქტომბერი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...