SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

ესპანეთში ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

Loading...
ესპანეთში ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ესპანეთში ქალაქ ბილბაოს პოლიციამ 25 წლის ბრაზილიელი ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, რომელთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.ამის შესახებ ინფორმაციას ესპანურ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge. ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ქალი ჩხუბის შემდეგ ქუჩაში გაცნობილ მამაკაცთან ბინაში ასვლას დათანხმდა.

როგორც დაზარალებული ჰყვება, სასმელში „თეთრი ფერის ფხვნილი გაურიეს, რის გამოც მან წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაკარგა“.

გამოძიების ცნობით, გონების დაკარგვამდე ქალი ძმას დაუკავშირდა. სწორედ ასე მოხერხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა.
პოლიციამ დააკავა დანაშაულში ეჭვმიტანილები. მათ შორის ერთი ქართველი, ორი ალჟირელი და ერთი ესპანელია. ექსპერტიზამ დაზარალებული გოგონას სისხლში მოძალადეების ბიოლოგიური კვალი დაადასტურა.

 

333 /

25 სექტემბერი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...