SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

რუსეთის სამხედრო ნავს ლომვეშაპი თავს დაესხა და ჩაძირა

Loading...
რუსეთის სამხედრო ნავს ლომვეშაპი თავს დაესხა და ჩაძირა

არქტიკაში ექსპედიციის დროს, რუსეთის სამხედრო ნავს ლომვეშაპები დაესხნენ თავს და ჩაძირეს. ამის შესახებ გამოცემა Barents Observer-ი იუწყება.

რუსეთის საზღვაო ძალების ჩრდილოეთის ფლოტის საბუქსირე გემ „ალტაის“ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების მკვლევრები გადაჰყავდა ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე.

„პოლარული განედები საფრთხეებით არის სავსე“, — წერს ამ ამბის შესახებ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება.

ერთ-ერთი ასეთი საფრთხე ლომვეშაპები აღმოჩნდა — საკმაოდ მოზრდილი ცხოველები, რომლებიც წონაში ხშირად 2000 კილოგრამამდე აღწევენ. გარდა ამისა, ლომვეშაპი უზომოდ მრისხანეა, როცა საფრთხეს გრძნობს.

„ალტაიდან“ ხმელეთზე გადასასვლელად, მკვლევრები და ექსპედიციის სხვა წევრები პატარა სადესანტო ხომალდს იყენებდნენ.

ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთი გადასხდომისას, ხომალდს თავს დაესხა მდედრი ლომვეშაპი, რომელიც თავის ნაშიერებს იცავდა.

როგორც ჩრდილოეთის ფლოტის განცხადებაშია ნათქვამი, კარგი ამინდისა და მათი ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით, სერიოზული პრობლემები თავიდან აიცილეს და მგზავრებს დაზიანება არ მიუღიათ.

Barents Observer-ის ცნობით, ლომვეშაპის სიახლოვეს დრონი დაფრინავდა და შესაძლოა, მისი გაღიზიანებაც ამან გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ტექნიკის დანაკარგებზე არაფერს ამბობს, შედარებით გულახდილია გეოგრაფიული საზოგადოება.

„ლომვეშაპის თავდასხმის შემდეგ, ნავი ჩაიძირა, მაგრამ საბედნიეროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება მოხერხდა, მასში მსხდომმა ყველა ადამიანმა ნაპირს მშვიდობიანად მიაღწია“, — წერია რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების განცხადებაში.

 

286 /

24 სექტემბერი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...