SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

 
Loading...

„ნაკუწებად დაგშლით” - თურქები ქართველ ჩემპიონს ემუქრებიან

Loading...
„ნაკუწებად დაგშლით” - თურქები ქართველ ჩემპიონს ემუქრებიან

„საფეხბურთო სიახლეები" ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წერს, სადაც უკვე მესამედ თავისუფალ ჭიდაობაში სამაჩაბლოელი მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი გახდა და მან თურქი ოლიმპიური ჩემპიონი ტაჰა აკგული დაამარცხა.

თურქი სპორტსმენის დამარცხებას გულშემატკივრების მხირდან, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. არიან ისეთებიც, ვინც ქართველ ჩემპიონს, გენო პეტრიშვილს საფინალო შეჯიბრში დამარცხებით „ემუქრებიან".

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ სულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. 125კგ წონით კატეგორიის ფინალში სამაჩაბლოელმა მოჭიდავემ თურქი მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ტაჰა აკგული მძიმე ბრძოლაში დაამარცხა.

ამ ფინალის შემდეგ სოციალურ ქსელში თურქი გულშემატკივრების საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:

„ყველამ ვიცით, რომ აკგული უფრო ძლიერია, თუმცა ამ შემთხვევაში ქართველს გაუმართლა.

„მალე შევხვდებით ისევ ფინალში და ამჯერად გენოს ტაჰა ნაწილებად დაშლის.

„ეს იყო ორი ტიტანს ბრძოლა. ვულოცავ ქართველს გამარჯვებას. გული დამწყდა ტაჰას მარცხზე.

ტაჰა შენ თურქეთის სიამაყე ხარ. ეს იყო ღირსეული ჭიდაობა.

გულდასაწყვეტია ბოლო წამებზე მარცხი. ჩვენ რევანშს აუცილებლად ავიღებთ.

ოლიმპიადა წინაა. ნაკუწებად დაგშლით! - ნათქვამია საფეხბურთო სიახლეების გამოცემაში.

პრაიმტაიმი

 

656 /

22 სექტემბერი 2019

Loading...

სხვა სიახლეები:

 
Loading...

კომენტარები

Loading...