SIAXLEEBI.GE - სიახლეები.გე

სარეკლამო ადგილი 720 x 90

საქართველოში დასმული დიაგნოზი კიბო, რომელიც საფრანგეთში გამოირიცხა (თავად განსაჯეთ ძვირფასო მკითხველო)

საქართველოში დასმული დიაგნოზი კიბო, რომელიც საფრანგეთში გამოირიცხა (თავად განსაჯეთ ძვირფასო მკითხველო)

ფეისბუქგვერდი ,,დედების ფონდი” ინფორმაციას ავრცელებს - გიორგი ცეცხლაძეს, რომელსაც საქართველოში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, საზღვარგარეთ ჩატარებული ანალიზების შედეგად ეს დაავადება არ დაუდგინა:

,,ძალიან #მნიშვნელოვანი განცხადება

კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლეა დედების ფონდის სახელზე

მახსოვს გიორგი როგორ განიცდიდა საქართველოში დასმულ დიაგნოზს, მაშინ ვუთხარით გადაამოწმე გიორგი იქნებ არც არის ეს დიაგნოზი სწორი_ თავს უშველე!

დიახ, ამ ბიჭს ქიმიოთერაპიას უწყებდნენ და ფაქტიურად იღუპებოდა სიცოცხლით სავსე ადამიანი!

თქვენი დამსახურებით გიორგი საფრანგეთში გადავიდა სამკურნალოდ, გამოირიცხა საქართველოში დასმული უმძიმესი დიაგნოზი!

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ ყველას”

თავად გიორგი საფრანგეთის კლინიკიდან ლაივ-ჩართვისას ამბობს, რომ ფრანგმა ექიმებმა სიმსივნე გამორიცხეს და 98%-ით ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს. ის კლინიკაში ორი კვირის მანძილზე მკურნალობას ჩაიტარებს და ამის შემდეგ მას განმეორებით ანალიზებს აუღებენ. გიორგი ყველას მადლობას უხდის, ვისი დახმარებითაც საქართველოდან გააღწია და ქართველ ექიმებს თავი არ დააღუპინა.

 

2666 /

20 იანვარი 2019

სხვა სიახლეები:

 

კომენტარები